მთავარი ბათუმის შესახებ ღირსშესანიშნაობანი ტრანსპორტირება ქალაქის ტური გალერეა კონტაქტი

ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი ბათუმი, საქართველოს საზღვაო ჭიშკარი, ერთ-ერთი უძველესი, სტრატეგიული ქალაქია, რომელსაც დაახლოებით ორიათასი წლის ისტორია აქვს. ბათუმი გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე ჩრდ-აღმ-დან სამხ-დას-კენ 87 კმ-ზე. ღრმა კარგად დაცული ბუნებრივი ნავთსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას.
ქალაქი ყოველდღიურად იცვლება. თუ გადავხედავთ უახლოეს წარსულს და მას დღევანდელობას შევადარებთ დარწმუნდებით, რომ ბათუმი 21-ე საუკუნეში თავიდან დაიბადა. მთავრობის ძირითად კურსს წარმოადგენს ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობების ახლით ჩანაცვლება და ამავე დროს XIX-ე საუკუნის დროინდელი არქიტექტურული ნაგებობების რეკონსტრუქცია და ქალაქის ისტორიის თავიდან გაცოცხლება. ეს არის ქალაქი სადაც მოგზაურობ დროში. სტილისტური მრავალფეროვნება, XIX საუკუნის არქიტექტურა, თანამედროვე შენობები სუბტროპიკული კლიმატი, უნიკალური ბუნება, პარკები და ზღვისპირა ზოლი - ეს ახალი ბათუმია.
ქალაქის იმ ნაწილს რომელსაც ადგილობრივები ძველ ბათუმს ეძახიან, შენობების განლაგება და არქიტექტურა მოგაგონებთ ევროპის ქალაქების ძველ ქუჩებს. ძველი სახლები, კაფეები, ლამპიონები და ქვაფენილი - ეს საშუალებას მოხგცემთ XIX საუკუნის ბათუმში იმოგზაუროთ.
შეიგრძენით განსხვავებული სამყარო, ყოველგვარი McDonald's-ისა და Starbucks-ის გარეშე, ეწვიე ბათუმს. "აჭარა ბათუმი ტური" თქვენი დაუვიწყარი მოგზაურობის გარანტი.


AdjaraBatumi.com - ტურისტული სააგენტო
ყველა უფლება დაცულია ©2011